დნეპრის მახლობლად, სოფელ სლობოჟანსკში, მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელი თავს დაესხა ორ მამაკაცს, რომლებმაც უარი თქვეს მისთვის ლუდის დალევაზე.
მამაკაცების თქმით, მაღაზიიდან გზად ისინი ეკლესიისკენ მიდიოდნენ რა დროსაც მათ მღვდელი უცნაური წინადადებით მიუახლოვდა.
„ტაძრის ტერიტორიაზე ჩვენთან მოვიდა მღვდელი და შემოგვთავაზა ჩვენი ლუდის დალევა, ჩვენ უარი ვთქვით. მან კი ანაფორა გაიხადა და თავს დაგვესხა“, – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
კადრებში ჩანს, რომ მამაკაცები რამდენიმე ბოთლ ლუდთან ერთად ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდნენ, მაგრამ მღვდელი მათ დაეწია, ანაფორა გადააგდო და ჩხუბი დაიწყო.
ოლეგ ლებედინსკიმ, დნეპროელმა პასტორმა, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში შენიშნა, რომ კადრებში მღვდელი სერგეი რეზნიკოვია, რომელიც ეპარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უკავია.
“ყურადღება! ის არის უკრაინაში მოსკოვის ეკლესიის დნეპროპეტროვსკის ეპარქიის მთელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.”, – თქვა ლებედინსკიმ.