დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, საიდანაც 3 ბავშვია – სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მაშველების ინფორმაციით, 16 იანვარს, 13:00 საათის მდგომარეობით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 40 დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, 75 დაშავდა (მათგან 14 ბავშვი).
კომუნალურმა სამსახურებმა ადგილი 8000 ტონაზე მეტი სამშენებლო ნარჩენისგან გაასუფთავეს.
ამავდროულად, პოლიტიკოსი გენადი კორბანი იუწყება, რომ ტრაგედიის ადგილზე აღმოაჩინეს ადამიანის სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც უკვე გადაეცა ექსპერტებს იდენტიფიკაციისთვის.
14 იანვარს რუსებმა დნეპერში მდებარე მაღალსართულიანი შენობა X-22 რაკეტით დაარტყეს. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა სახლის ერთ-ერთი სადარბაზო. ეს რაკეტა შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საზღვაო და ავიამზიდების განადგურების მიზნით.
ტრაგედიის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.