დროა დავიწყოთ მოლაპარაკებები და დავასრულოთ ეს ყველაფერი – დერიპასკა უკრაინის ომზე

რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც ამერიკის სანქციების ქვეშჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე აღმოჩნდა და რომელიცევროპული სანქციების ქვეშ 2022 წლის აპრილში მოექცა, სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მის Telegram-ის არხზე გამოქვეყნებული პოსტებიდან.

”ზამთარი შეიძლება მართლაც ცივი იყოს ევროპაში”, – დაწერა მან სამშაბათს პირველ პოსტში. „უკრაინაში კი, როგორც ჩანს, მკაცრი ზამთარი რეიტინგს ყველა დროის ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს. სექტემბერში ყველამ თქვა: დროა დავიწყოთ მოლაპარაკებები და დავასრულოთ ეს ყველაფერი…“ – წერს ბიზნესმენი მეორე პოსტში. .

ომის დაწყებიდან დერიპასკას არაერთხელ გაუკეთებია ფრთხილი განცხადებები მშვიდობის სასარგებლოდ, მაგრამ მას არასოდეს გაუკრიტიკებია რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის გამო.

უკრაინის ხელისუფლება გამორიცხავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს, რომელიც ტერიტორიულ დათმობებს მოიცავს. პუტინმა არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა განაახლოს მოლაპარაკებები, რომლებიც 2022 წლის მარტში შეწყდა, მაგრამ კიევში ამას პოლიტიკურ ხრიკად თვლიან.