”დროა, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ. მათთან, ვისაც რუსული აგრესია ყველაზე მეტად შეეხო და დაზარალდა – როგორებიც არიან: საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ასევე, მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან. ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ იმისთვის, რომ თავისუფლება ჩაგვრისგან, დემოკრატია კი ტირანიისგან დავიცვათ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანისთვის სიკეთე მოაქვს.”
ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.