“დსთ-ში გაშევარდნაძებული ჟვანიას მწვანეების დეპუტაციამ შეათრია საქართველო, გიას ხმაც იმ ყულაბაში იყო.ურნა უნდა ჩამოემხოთ?“–დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ბარამიძეს პასუხობს, რომელმაც აჭარაში უზენაესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე მისი თანაპარტიელების უარყოფითი დამოკიდებულება დაგმო.
“გია ბარამიძე სულაც არაა ის ადამიანი, ვის პოლიტიკურ წარსულზეც ყველაზე ცუდი ასოციაციები მახსენდება. აფხაზეთში მისი ბრძოლაც მახსოვს და სხვა დროსაც წესიერი ქცევა.
ამასთანავე, ხაჩიშვილის – ჯაბას მხედრიონელად მიჩნეული რუსეთის სპეცსამსახურის კადრის (რაც მაშინაც დადასტურებული იყო ჩემთვის და, ეტყობა, ცოტა მოგვიანებით გიასთვისაც) შსს მინისტრად გახდომა უშუალოდ გია ბარამიძის ერთადერთმა და განუმეორებელმა ხმამ გადაწყვიტა – აქლოშინებული შემოვარდა პარლამენტის დარბაზში 1992- ის ბოლოს და სხვა მწვანეებს შეუერთა მისი გადამწყვეტი ხმა. არადა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ვეწინააღმდეგებოდით – რესპები სხვებზე უფრო ხმამაღლა.
დსთ-შიც უკვე ღიად გაშევარდნაძებული ჟვანიას მწვანეების დეპუტაციამ შეათრია საქართველო, გიას ხმაც იმ ყულაბაში იყო.
ყოველ 6 თვეში ერთხელ მოქკავშირის დეპუტაცია (ახალგაზრდა რეფორმატორების, ჟვანია-სააკაშვილის და მათი დეპუტაციის ჩათვლით) წლების განმავლობაში რომ უხანგრძლივებდა დსთ-ს ეგიდით რუსეთის რეალურად საოკუპაციო ჯარს აფხაზეთში, ენგურზე სასაზღვრო ჯარის ფუნქციით ყოფნას, მაშინაც იმ ცუდ საქციელს ჩადიოდა გიაც.
2006-ში დსთ-დან გამოსვლის საკითხი კენჭისყრაზე რომ დავსვი ფრაქციის სახელით, ნაცმოძრაობამ მხარი არ დაგვიჭირა რესპებს. გია ბარამიძე არ იყო მაშინ დეპუტატი, სხვები კი იყვნენ, ვინც ახლა ნაგვის ურნის იდეოლოგები და მომწონებლები აღმოჩნდნენ. იმედია, ნანობენ მაშინდელ საკუთარ უღირს საქციელს.
ყოველ ჯერზე, 1992- დან მოყოლებული, ნაგვის ურნა რომ ჩამოემხოთ მაშინდელ ოპოზიციონერ აქტივისტებს რუსეთში ჩვენი სამშობლოს შემთრევი და ჯიუტად იმ საოკუპაციო სივრცეში დამტოვებელი პოლიტიკოსებისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი ტაში დაგვეკრა,, სწორი იქნებოდა? აჭარის უმაღლეს საბჭოში კი არ შედიოდნენ, რუსეთში შეეთრნენ!!! მეტი იყო აშკარად გულწრფელი მოტივაცია!
არ იქნებოდა სწორი!
ჰოდა, საკუთარ პოლიტიკურ კალენდარს რაც მალე დავძლევთ ყველა, მით უკეთესი.
ბოიკოტის ტაქტიკის ინიციატორებს და გაზაფხულზე “შემაძრწუნებელი აქციებით” ხელისუფლების გაშვების მოიმედეებს რომ დიდი ამოცანა აქვთ დაანონსებული, გვახსოვს. ეჭვი თუ ვინმეს შეეპარა ავტორთაგან რომელიმეს მის რეალისტურობაში, მას “კონსტრუქციული, ლოიალური და ა.შ. ოპოზიციის მხილება” ვერ უშველის. ირაკლი, ალეკო, იაგო და ა.შ. არაა საპირწონე.
ხელისუფლებაა ორიენტირი და დასამარცხებელი. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღები პოლიტიკოსები იქნებიან პასუხისმგებელნი როგორც წარმატების, ისე მარცხის შემთხვევაში!
ჩემგან არ გაუკვირდებათ ამის შეხსენება – 1 ნოემბერს ვთქვი…საჯაროდაც!
ის, რომ პოსტსაბჭოთა, ჰიბრიდული, ნახევრადთავისუფალი და ა.შ,. ვითარება გვაქვს, არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გზა მცდარია. ” ძირს ლიტვური გზა” ხავსმოდებული, 30 წლის წინ რეალობასთან დამარცხებული პრიმიტივიზმია.
უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ – როგორც 1990-ში, 2003-ში, 2012-ში… მაშინ ვერ გერევა ხელისუფლება.
P.S. ფანგანი არ უნდა დაეკავებინათ, ცხადია. და ის არც გმირია და არც დამნაშავე. გარეთ უნდა იყოს. მის უფროსებს, ორიენტირებს მივმართე, როგორც ხვდებით. ვინც ამ შტერი ბიჭის დაკავებას იაგო კაჭკაჭიშვილს, ბექა მინდიაშვილს, ვახო სანაიას, თეონა ბაკურიძეს და განსაკუთრებით სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს აბრალებს, ძაან მდარე პროპაგანდისტია“–წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საკუთარ თანაგუნდელებს – რომან გოცირიძესა და სალომე სამადაშვილს მოუწოდებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ.ბარამიძისთვის, მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

“არ შეიძლება და უნამუსობაა საკუთარი მხარდამჭერის, რომელიც დღე და ღამე ყინვაში იქ არის, გამუნათება ასეთი მაღალი მორალური პრედესტალებიდან. თუკი ჩვენ მათ მიმართ რაიმე შენიშვნა გვაქვს, ძალიან დიდი მოკრძალებით და მოწიწებით უნდა ვთქვათ ეს და არ უნდა ვუწოდოთ უნამუსოები, ლაჩრები, ბრბო – ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ბოდიში მოუხადონ ჩვენ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებზეც ყველანი ვართ დამოკიდებული, თუ უნდათ, რომ იყვნენ მათი წარმომადგენლები პოლიტიკაში. ამ ადამიანებზე ვდგავართ პოლიტიკურად ჩვენ, თუ ვინმე ნაციონალური მოძრაობის ლიდერს გვეძახის, ვდგავართ ამ ადამიანების მხრებზე პოლიტიკურად და ქვემოთ ფურთხების უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივის  წევრმა ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ფორმით მან ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გააპროტესტა. ჩავლეიშვილი ოპოზიციის ერთიან ბოიკოტს არ შეუერთდა. ფანგანი დღეს გაათავისუფლეს, სასამართლო სხდომა კი, ხვალ არის ჩანიშნული.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ “არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას ამართლებს”. მანვე აღნიშნა, რომ “ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არა გმირობა, არამედ ლაჩრობაა“. რაც შეეხება რომან გოცირიძეს, მან მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა: “ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი”.

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დააარსა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, „დროა“ დააარსა. "ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და...

ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე “ოცნებიდან”, ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია – ჯაფარიძე

''ვინც არ უნდა მოვიდეს მოლაპარაკებებზე "ოცნებიდან", ჩემთვის ყველა ღარიბაშვილია''-განაცხადა  გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერიმა, ზურაბ...

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე საპასუხო კიბერშეტევას გეგმავს– New York Times

New York Times–ის ცნობით აშშ–ს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე კიბერდარტყმას ამზადებს. ეს იქნება პასუხი...

ფრანგი მილიარდერი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა

საფრანგეთში ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი– პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ოლივიე დასო გარდაიცვალა....

“იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა“…–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ ფეისბუქზე წერს: “მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ...

დღეიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა უქმდება

დღეიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ...

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს,...

“ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო”- კიდევ ერთი მოქალაქე რომელიც ბერა ივანიშვილისგან მუქარაზე...

''ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო"- ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ  აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო