დუშეთის მუნიციპალიტეტის განცხადებით, გუშინ, 22 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გუდამაყარს ესტუმრა.
“წარმოშობით გუდამაყრელ ძიუდოისტს, რეგიონის სახელით, საჩუქრად გადაეცა 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი.
შეხვედრის დასასრულს კი გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. ასევე, თავის მხრივ, ლაშა ბექაურმა შეკრებილ საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მათ არაერთხელ გაახარებს”,– აცხადებს მუნიციპალიტეტი.