სამოქალაქო მოძრაობა ”ტალღა” აქციების რეგულარულ ციკლს აანონსებს – 5 სექტემბრიდან ყოველ ხუთშაბათს 20:00-დან 21:00 საათამდე აქციები გაიმართება თავისუფლების მოედნის წმ.გიორგის ობელისკის გარშემო, სადაც მსურველები სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას შეძლებენ.
“გაცნობებთ, რომ დღეს, 5 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა ტალღა ვიწყებთ აქციების რეგულარულ ციკლს – ყოველ ხუთშაბათს 20:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.
აქციები გაიმართება თავისუფლების მოედნის წრეზე წმ.გიორგის ობელისკის გარშემო, სადაც აქტივისტები და მოქალაქეები დააფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას.
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას: “26 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე თითოეული მოქალაქეა პასუხისმგებელი!
გელოდებით თავისუფლების მოედნის წრეზე!”
ასევე, ვაფიქსირებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა ტალღა მზად არის მედიებთან თანამშრომლობისთვის და ჩვენი აქციების გაშუქებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.