დღეიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 საათიდან გადაადგილება იზღუდება როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვის.
გადაადგილების შეზღუდვა დილის 5 საათამდე გაგრძელდება. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.