” დღემდე პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია.” – ასე ეხმაურება, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინ წამოვიდნენ და მნიშვნელოვანია პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია.
”საუბარი ადამიანზე, რომელიც იმყოფება ტყვეობაში და, ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშიც იმყოფება, ყოველთვის ვცდილობ, რომ მის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე უფრო ხისტ განცხადებებს ვაკეთებ და მაქვს ამის საფუძველი. დღემდე პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა. ერთობაზე უბრალოდ საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი, როდესაც არის კედელი ჩამონგრეული. მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და ამის შემდეგ ხდება შეცდომების გამოსწორება.”