პატარა გოგონა, სახელად პეიტონი, შოტლანდიაში ვადაზე 8 კვირით ადრე, 26 მარტს დაიბადა. დაბადებისას იგი მხოლოდ 1,5 კგ-ს იწონიდა. პირველივე კვირებში მას დაეწყო მსუბუქი სიმპტომები – მსუბუქი ხველა და ცემინება. სამი კვირის ასაკში პეიტონს Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
,ნუ ღელავთ, პანიკა საჭირო არ არის, უბრალოდ მას კორონავირუსი აქვს”– განუცხადეს ახალბედა დედას ექიმებმა, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მის დამშვიდებას, თუმცა ცნობამ იმის შესახებ, რომ მისი ახალშობილი გოგონა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა კოვიდპაციენტი გახდა, ტრეისი შოკში ჩააგდო.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გოგონას მშობლებს სახლში წასვლას და ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლას სთხოვდნენ, ბოლოს დედას მაინც დართეს ნება, საავადმყოფოში დარჩენილიყო. პეიტონს სტეროიდებს აძლევდნენ ფილტვების გასაძლიერებლად, მასზე ნეონატოლოგები 24 საათის განმავლობაში ზრუნავდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ძალიან ანერვიულა, პატარა გოგონა რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა. იგი საავადმყოფოდან ორშაბათს გაწერეს.