„იმ პირობებში, როცა „რუსულ პარტიას“ „ლავ სთორი“ აქვს კრემლთან, პუტინთან, როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშები საერთოდ გააქრეს, იმ პირობებში, როცა, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომში რუსულ პარტიას უჭირავს რუსეთის მხარე, ამის პარალელურად ქართველ ხალხს, მოსახლეობას ძარცვავენ რუსულად. რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, რუსულად უნდა გაძარცვოს ქართველი ხალხი და ამიტომ არ უნდა ევროკავშირში, სადაც ასეულობით მილიონს ვეღარ მოპარავს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ხარჯზე ვეღარ გამდიდრდება. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად, შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, იმიტომ, რომ როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის და გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსი ძალიან მაღალიაო და შესაბამისად, ამიტომ მოიმატა ტარიფმაო, თუმცა როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, იმიტომ, რომ ამ ქვითრის გადახდა მერე ძალიან უჭირს. გუშინ დავით ნარმანიამ, სემეკის თავმჯდომარემ, დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება.

დღესვე შესაძლებელია დოლარის კურსის შესაბამისად, მინიმუმ 4 თეთრით -ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფოდ სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ, რომ შესაძლებელია ფასის კლება, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის.“,

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც ენმ-დან წავიდა, ქოცების, POSTV-სა და იმედის რიტორიკით ალაპარაკდა – ხაბეიშვილი დეკანოიძეზე

"იცით, მე რაზე ვწუხვარ, ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავიდა, რიტორიკა შეცვალა და ზუსტად იმ რიტორიკით...

ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დატბორილია – ადმინისტრაცია

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა- ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია...

ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას – მდინარაძე

"ფეიკია, ამას საფუძველი აქვს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას არის ფეიკი. ერთი კონკრეტული რიტორიკა...

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...