თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 აჭარიდანაა.
“გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი, 1 გახლავთ გორში, 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში არის 68 წლის, ქობულეთში 55 და 61 წლის ქალბატონი და ქუთაისში 81 წლის ქალი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი მძიმე პნევმონია”, – თქვა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 886 პაციენტიდან, 63-ის მდგომარეობა მძიმეა, 61 კი მართვით სუნთქვაზეა. ენდალაძე აღნიშნავს, რომ მძიმე პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი – ცხინვალიდან.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, 40 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 მძიმე პაციენტია, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
დღესსაქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა.