ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შობა დიდი დღესასწაულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა არავის დაავიწყდეს.
“დღეს აღარ იმოქმედებს 9 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს ეს არის ისევ და ისევ ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება: ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ასევე, ფიზიკური დისტანციის დაცვა 2 მეტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, დღეს დიდი დღესასწაულია, ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან”, – თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი 1 დღით კვლავ მოიხსნება.