დღეს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის  პარალელურად ,10 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილავს.