დღეს რაც ქვეყანაში ხდება, პრაქტიკულად, ლელოს სცენარია – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს რაც ქვეყანაში ხდება, პრაქტიკულად, ლელოს სცენარია.

“შარშან, დეკემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება აუცილებლად 2022 წელს. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც პირველ ნოემბერს ბოიკოტში გავიდა და გააპროტესტა გაყალბებული არჩევნები. 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ბოიკოტში და ვიყავით პირველები, ვინც ბოიკოტი დაასრულა საკმაოდ სოლიდური შეთანხმებით, სერიოზული მუშაობის შედეგად, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში.

ალბათ გახსოვთ, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე და პარლამენტში შესვლის ინიციატივაზე როგორი დარტყმები მივიღეთ – იმ 43%-იან ჩანაწერზე, რომელიც დღეს გახდა მთელი ქვეყნისთვის რეფერენდუმის დოკუმენტი”,– ამბობს ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, თუ არჩევნებზე ქართველი ხალხი შედეგს დადებს, მომავალ წელ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.