“დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა” – ასე ეხმაურება, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში დღეს მიმდინარე აქციებს.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციების მე-16 დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის მასშტაბით დილიდან აქცია-მსვლელობებს მართავენ. ამ წუთბში ისინი კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ისინი ხელახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.