დღეს ჩატარდება ივენთები, დიდი ხანია იციან, რომ ვიხსნებოდით – MTKVARZE-ს დამფუძნებელი შრომის ინსპექციის განცხადებაზე

“დღეს ჩატარდება ივენთები, დიდი ხანია იციან, რომ ვიხსნებოდით”- ასე ეხმაურება, კლუბ MTKVARZE-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნია შრომის ინსპექციის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ღონისძიებების გამართვა ამ დრომდე ნებადართული არ არის.

“აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან, რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომას და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო. აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა. დღეს ჩატარდება ივენთები!!!” – წერს გაბუნია.