დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
19 ნოემბერს, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა და 16 ადამიანი დააკავა. 15 მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ერთს – მათე დევიძეს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – „პოლიციელზე თავდასხმას და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანების მიყენებას”.