ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა – GORBI-მ ჩაატარა. GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია “იმედისთვის” წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.
ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ GORBI-მ მათთან კვლევის საქართველოში ჩატარება დაადასტურა.
ევრობარომეტრის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის შემოდგომაზე 58% იყო.