ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი წერს, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადაეცემათ.

“პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გუშინ კითხვარი გადასცა უკრაინას. საქართველოსა და მოლდოვას კითხვარს ორშაბათს გადავცემ. პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ამ სამი ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს”,– წერს ვარჰეი ტვიტერზე.