რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირ გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს ქვეყანასთან რომელიც ომში იმყოფება. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
“შეგვიძლია გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.