ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკავშირმა დღეს საქართველოს მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში  საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა.

მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია.

”ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი.

ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები.” – თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო ბოლო ტრანშია 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო — გრანტის სახით გაიცემა.

75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორციელდეს.

 

ICOMOS-მა ხადას ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ...

ამხელა ქალაქის მერი ვარ – კალაძის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ ჩაანაცვლა ივანიშვილი

"ამხელა ქალაქის მერი ვარ"- ასე პასუხობს,  თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას თუ რატომ არ...

ივანიშვილს სიკეთის კეთება სისხლში აქვს, ასეთ ადამიანს გავლენები ექნება – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სიკეთის კეთება "სისხლში აქვს". "ბიძინა...

ლაპარაკს ვითხოვთ, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილსაც დავუკავშირდები – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან მხოლოდ საუბარს ითხოვს, ამიტომ...

გამყრელიძე აცხადებს, რომ Covid-19-ზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება

"ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, მოსახლეობის 60% უნდა გაჯერდეს"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან...

Home Alone-დან ტრამპის ამოჭრის იდეას მაკოლეი კალკინიც იზიარებს

ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმის, „მარტოს სახლში “ მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში...

კეთილი ზღაპარია, ამის მიღწევა შეუძლებელია – ჯაფარიძე გირჩის ინიციატივაზე

"გირჩი–მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გირჩის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტიც...

შეზღუდვების გადავადება არ არის გამართლებული, ადამიანებმა ყველა პირობა შეასრულეს – ბუწაშვილი

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. მისი...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

Victoria's Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო