ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს რაც პირდაპირ შესაძლოა პირდაპირ აისახოს საქართველოზე.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება მალე უფრო მარტივი გახდება, რაც შესაძლოა პირდაპირ აისახოს საქართველოზე –  რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი  ახალ საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც  ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დასავლური ინსტიტუტების ურთიერთობას ეძღვნება დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი წერს, როგორ აპირებს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გაფართოებას. სტატიის მიხედვით    ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი წლის ბოლომდე, რაც ბრიუსელს ბევრად გაუმარტივებს იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მოგზაურობის შეწყვეტას, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ — მათ შორისაა ყველა კანდიდატი ქვეყანა საქართველოს ჩათვლით.

შეჩერების საფუძვლების ჩამონათვალის გაზრდის  წინადადება ევროპის კომისიამ ჯერ კიდევ 2023 წელს წამოაყენა. ევროკავშირის საბჭომ , რომელიც 27 წევრ ქვეყანას წარმოადგენს — საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე უკვე ერთი წლის წინ დააფიქსირა. თუმცა, 2024 წლის ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებისა და კანონმდებლობის დაგროვილი მოცულობის გამო, პარლამენტმა მხოლოდ ახლახან შეძლო მოლაპარაკებებისთვის უფლებამოსილების მოპოვება.

გასულ კვირას შედგა პირველი სამმხრივი შეხვედრა სამ ინსტიტუტს შორის ამ წინადადებაზე .  მიზანი კი შეთანხმების მიღწევაა პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ახალი წესები შემოდგომაზე ამოქმედდება.

წესების გამკაცრების მიზანია:

  1. არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა;
  2. და სავიზო პოლიტიკის პოლიტიკური ბერკეტად გამოყენება მესამე ქვეყნებზე ზეწოლისთვის.

საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით 2017 წლიდან სარგებლობს.

დღევანდელი შეჩერების მექანიზმი  2018 წლიდან არის ძალაში და გამოიყენება მაშინ, როცა აშკარა ბოროტად გამოყენებაა სახეზე — მაგალითად, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად აჭარბებენ 90-დღიან ლიმიტს ან უვიზო მიმოსვლას თავშესაფრის საძიებლად იყენებენ.

ცვლილებები ოთხი ძირითადი მიმართულებით იგეგმება, რათა ბრიუსელმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უფრო ეფექტურ ბერკეტად აქციოს:

პირველი: უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს მაშინ, როცა ევროკავშირი ხედავს, რომ მესამე უვიზო ქვეყანას არ აქვს საკმარისი შესაბამისობა ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკასთან.

მეორე: უვიზო რეჟიმის შეჩერება შესაძლებელი გახდება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეების შემთხვევაში. ეს ჯერ კიდევ თეორიულია, მაგრამ შთაგონებულია ისეთი შემთხვევებით, როგორიცაა რუსეთი და ბელარუსი, რომლებიც ევროკავშირმა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტებს ევროპის საზღვრებთან — მაგალითად, პოლონეთისა და ლიტვის საზღვრებთან — მიზანმიმართულად უშვებდნენ.

მესამე: თუ ქვეყანა აწარმოებს “მოქალაქეობის გაყიდვის” სქემას — ანუ აძლევს უცხოელებს პასპორტს ყოველგვარი რეალური კავშირის გარეშე — ევროკავშირს შეეძლება ამ ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.

მეოთხე : უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძველი პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. კანონპროექტი განმარტავს, რომ მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება „მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება“, ან საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების უგულებელყოფა.

როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირის ოფიციალური პირები ხშირად ამბობდნენ, რომ უვიზო რეჟიმის საფუძველში ყოველთვის არსებობდა „დემოკრატიის კრიტერიუმი“ — თუმცა არასდროს იყო ნათლად განსაზღვრული, რას მოიცავდა ეს კრიტერიუმი.

კიდევ ერთი ახალი და საინტერესო მომენტია ის, რომ ასეთ შემთხვევაში მექანიზმის ამოქმედება უნდა იყოს მხოლოდ ევროკომისიის პრეროგატივა, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ — ვინაიდან ეს უკვე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებს ეხება.

საბოლოო გადაწყვეტილება მაინც წევრი სახელმწიფოების ხელში რჩება — კვალიფიციური უმრავლესობით მათ შეუძლიათ უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტულ ქვეყანასთან. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, ეს არის “ბირთვული ვარიანტი”, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ყველა სხვა ბერკეტი ამოწურულია — რადგან, როგორც წესი, ევროკავშირი ერიდება მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯას მისი ხელისუფლების ქმედებების გამო.

იოზვიაკი წერს, რომ სწორედ ამიტომ  აირჩია ევროკავშირმა 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება — დემოკრატიული უკუსვლის პასუხად.

მაგრამ მთელი მოსახლეობის მიმართ სანქციების ამოქმედება ჯერ კიდევ შესაძლებელი რჩება — და როცა ახალი, უფრო ფართო მექანიზმი ამოქმედდება, აშკარაა, რომ ევროკავშირი სერიოზულად იარაღდება ამ მიმართულებით– წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

პოპულარული

მთავარი პარტია, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ – გვარამია

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს, ...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს....

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი: „ოცნებისა“ და ენმ-ის არგუმენტები საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის...

ყველა ამბავი

აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3-ის რაკეტის მიყიდვა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი...

რა ხდება პოლონეთში: „სახელმწიფო გადატრიალება“ თუ „კანონის უზენაესობის აღდგენა“?

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოს — საკონსტიტუციო ტრიბუნალის — გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მისი ორი წამყვანი...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა შეარბილონ და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებად ისაუბრონ. მანამდე აშშ-მ...

უკრაინის ომში დაღუპული რუსების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

2026 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 500 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ მეტყველებს...

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი, ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

აშშ-ში, ტენესიში სიკვდილით დასჯას გადარჩენილმა 50 წლის კრისტა პაიკმა მისი ადვოკატების მეშვეობით პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. განცხადება 30 ოქტომბერს,...

ქობულეთში მე-6-კლასელმა თანაკლასელი დაჭრა – აჭარა თაიმსი

ადგილობრივი მედიის "აჭარა თაიმსის"ინფორმაციით,  ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა."ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით...

გზა ავტორიტარიზმისკენ და რუსული სტილის რეპრესიები: როგორ აფასებს დასავლეთი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე მიმდინარეობს.სარჩელს, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიის სრულ ლიკვიდაციად...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარტიების აკრძალვის პროცესის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და "ქართულ ოცნებას" მოწუდებს, უზრუნველყოს,...

როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ – მეუფე ვახტანგი სამორინეებზე

"როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ" - აცხადებს,  ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი   სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ...

სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს – სააკაშვილი

"სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის...

მოგვკლეს – რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბერს მუშაობას წყვეტს. რედაქციამ ამის შესახებ, დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა. მათი...

პენტაგონმა NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთზე რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა – Reuters

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში NATO-ის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებების ტონის შერბილება სთხოვეს. Reuters-ი ამის შესახებ ოთხ...