ევროკავშირმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს. აღნიშნული სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ არსებული აქტივების გაყინვას.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული სანქციები ჯერ-ჯერობით არ ეხება ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის მოგზაურობის შეზღუდვას, რადგან სურთ დიპლომატიური გზები ღია დატოვონ.