ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულებელყოს რუსეთის პრეზდენტის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ბორელმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა – ძალიან ცუდია”, – თქვა მან.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც “უკრაინის საუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს”.
“სხვა შემთხვევაში ჩვნ შეიძლება დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვქონდეს მშვიდობა და ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი ომი”, – თქვა მან.