„ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი, რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესებში. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!“

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.