ევროკომისიის თავმჯდომარე კიევშია

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. მან უკრაინის დედაქალაქში სტუმრობა გუშინ, ევროპარლამენტში გამოსვლისას დააანონსა.

“კიევში ეს უკვე ჩემი მესამე ვიზიტია რუსუთის ომის დაწყების შემდეგ. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“– დაწერა მან ტვიტერზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განიხილავს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკების და ხალხის დაახლოება, სანამ უკრაინა წინ მიდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

გუშინდელი გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე დააანონსა, რომ უკრაინა ევროკავშირის თავისუფალი როუმინგის სივრცეს შეუერთდება.