მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიზანული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, – ამ განცხადებით ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ საქართველოში უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის კიდევ უფრო გამწვავებისგან.
ერთობლივი განცხადებას ავრცელება:
”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიზანული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ყოველიაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების წინა პლანზე დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გამოსავალს არსებული კრიზისიდან.
ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ ეს გზა გააგრძელოს. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს სათანადოდ შეეძლებათ შეასრულონ თავიანთი როლები. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი. ”- ნათქვამია განცხადებაში.