ევროპარლამენტარი გია ვოლსკის: თუ საკმარისი არ არის, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა გია ვოლსკის პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ განცხადება 7 ევროპარლამენტარის აზრია, ევროპარლამენტს კი რამდენიმე ასეული წევრი ჰყავს.

გრეგოროვას თქმით, თუ 7 საკმარისი არ არის, მიამატებს თავის მე-8 ხმასაც.

“კარგი, ეს განცხადება წამყვანმა ევროპარლამენტარებმა გააკეთეს, თუ ეს არ არის საკმარისი, ნება მიბოძეთ, დავამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთ კარგი შეთანხმების, რომელიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება მართლაც მოჰყვეს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი”,- წერს გრეგოროვა ტვიტერზე.