კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 20:23

ევროპარლამენტმა უკრაინის EU-ს წევრობის კანდიდატად გახდომას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს. ევროპარლამენტი რეზოლუციაში მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს, რომ კრემლმა შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ქვეყანაში. ის ასევე გმობს ბელორუსის დიქტატორის  ლუკაშენკას როლს თავდასხმაში.

ევროპარლამენტში განხილულ რეზოლუაციას 637 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ უკრაინას გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.