ევროპარლამენტში ნამდვილად არ იგრძნობა საქართველოთი გადაღლა, პირიქით – ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო.
ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა, პრაქტიკულად არარსებობს დივიზიონები და სხვაობები – ნუ, ახლა ძალიან მარგინალურ, რამდენიმე პარლამენტის წევრს თუ არ ჩავთვლით.
ცალსახა არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა იყოს ხელახალი არჩევნები.
რა ფორმით მოხდება ამის გაცხადება და როგორი პროცედურებით, ამაზე ფიქრი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.
მაგრამ, ის ამბავი, რომ ეს იქნება შეფასებული, ის ამბავი, რომ მოთხოვნილია (რაც წერია დღევანდელ რეზოლუციაში), საუბარია იმაზე, რომ გაყინულია მოლაპარაკების პროცესი, ვიდრე არჩევნებთან დაკავშირებით არ შესრულდება მეოთხე პუნქტი, ეს არის თავისუფალი არჩევნები, რომელსაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია.
სამწუხაროდ, დაიწყო ლაპარაკი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით – ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დიდი საფრთხეა იმის, რომ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ და რეალურად არალეგიტიმური მთავრობა გვეყოლება, ჩვენთან ურთიერთობას ხალხის დონეზეც აღარავინ გაამარტივებს.
პასუხისმგებელი ყველანი ვართ იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანას.
თქვა, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.