“ეს დაბნეულობას გამოიწვევს ევროპაში. გაჩნდება კითხვა, რატომ არ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩავიდეს და განცხადებები გააკეთოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენიდან, განსაკუთრებით ახალა, როდესაც ქართველო პოლიტიკოსები უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყვნენ ბრიუსელთან, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. სტრასბურგში სიტყვით გამოსვლა უზარმაზარი პატივია, ამის საშუალება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს იშვიათად ეძლევათ და საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას”
აცხადებს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ნებართვას ზურაბიშვილი მთავრობიდან ამ დრომდე ელოდება.