უკრაინაში შეჭრის გამო, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას. ინფორმაციას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, BBC-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება მე-8 მუხლს – წევრი სახელმწიფოსთვის მონაწილეობის შეჩერებას ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში.
მე-8 მუხლი ითვალისწინებს:
„ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს, გავიდეს საბჭოდან მე-7 მუხლის შესაბამისად.
თუკი ასეთი წევრი სახელმწიფო არ შეასრულებს ასეთ თხოვნას, კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი საბჭოს წევრობის შესახებ იმ თარიღიდან, რომელსაც განსაზღვრავს კომიტეტი“.
რუსეთს ევროსაბჭოს წევრობა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც შეუწყვიტეს თუმცა 2019 წელს აღუდგინეს.