ევროპის წამლის სააგენტომ დაადგინა, რომ AstraZeneca–ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

ევროპის წამლის სააგენტომ ამსტერდამში საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა დასკვნა, რომლის თანახმად AstraZeneca–ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.  ამ დასკვნის გამოცხადებამდე ევროპის ცამეტმა ქვეყანამ ამ ბრიტანულ–შვედური პრეპარატის გამოყენება შეაჩერეს სიფრთხილის ზომის სახით, რაც გვერდითი მოვლენების რამდენიმე შესაძლო შემთხვევას უკავშირდებოდა. ქვეყნები ევროპის წამლის სააგენტოს საბოლოო დასკვნას ელოდებოდნენ, რომელიც დღეს გახმაურდა.

ევროპის მარეგულირებელმა კვლევის შედეგად ვერ იპოვნა იმის მტკიცებულება, რომ AstraZeneca ხელს უწყობს აცრილ ადამიანებში თრომბოზების განვითარების შესაძლებლობას. სააგენტო მანამდეც აცხადებდა, რომ ამ ვაქცინის სიკეთეები რისკებს ბევრად აღემატებოდა, დღეს კი მისი საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.