ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი – კუბილიუსი “ქართულ ოცნებაზე”

“ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი “- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან” საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ოცნების” წარმომადგებლების განცხადებებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება რეალურ კოლაფსს შექმნის.

”სამწუხაროდ პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არ წავა, მას ახალ ბრალდებებს წაუყენებენ და ციხეში დატოვებენ, ქართული ოცნებისთვის კარგი არ არის, რადგან ეს რეალურ კოლაფსს შექმნის. ევროპული სამართლისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრისა და ზოგიერთი ლიდერისაგან მსგავსი ენით საუბარი. ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ საქართველოსა და მმართველი პარტიისაგან ველოდებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე საუბრობენ.”- ამბობს კუბილიუსი.