„ევროპული საქართველო“ ისრაელიდან საქართველოს ელჩის გამოწვევას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ისრაელიდან საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძისა და თავად ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის მიერ გამოთქმული განცხადებები არათუ დაგმო ლაშა ჟვანიამ, არამედ, გაამართლა ეს სასულიერო პირი.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო, ანტისემიტური განცხადება. ამას შემდეგ მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო. ეს საქციელი არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას და ზიანს აყენებს ჩვენს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე.ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ჟვანიას საგანგაშო განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია განმარტება ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს.

მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს ამ განცხადების დაგმობის ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია“, – განაცხადა ბოკარიამ.

ცნობისთვის, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”უწოდა.  მიტროპოლიტმა თქვა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ”.  4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ “არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც “მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას.

სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები. ელჩის თქმით, როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული “ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური”. რან გიდორის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს. „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები”, – აღნიშნა ელჩმა.

მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს – მელია მერაბიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას...

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე...

ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

"ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის "-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა,...

ევროსაბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიკავონ პარლამენტში მოპოვებული ადგილები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას...

ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

"ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,...

“ეს მავნებლები გავისტუმროთ” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. კითხვაზე, "არის თუ არა შანსი,...

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო