“ევროპულმა საქართველომ” თბილისში პარტიული სიის ათეული წარადგინა

ევროპულმა საქართველომ ცესკოში საკრებულოების პროპორციული სია შეიტანა. პარტიის განცხადებით, თბილისში ათეულის პირველი ნომერი ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი იქნება.

სია ასეთია:

1. გიორგი ნონიაშვილი
2. დათო ჟღენტი
3. ნინო ორდენიძე
4. ბესო დონაძე
5. ლაშა ჯანჯღავა
6. თეა კოტუა
7. გიორგი ბახტაძე
8. ალექსანდრე  გურაბანიძე 
9. მალორიტა ედიშერაშვილი
10. თეიმურაზ  გვაძბაია

ნონიაშვილის თქმით, ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის თავისუფლების ბედი.

“მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია, ამ ქვეყნის ხელისუფლება როგორ ამბობს უარს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე და როგორ აქცია ზურგი დასავლეთს, სამწუხაროდ”,– განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.