“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული, რაც ნიშნავს, რომ თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ შევიდეს პარლამენტში.

პარტიის გუნდს წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

“ჩვენი პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ცოდნაც, კომპეტენციაც, ერთგულებაც, გაკეთებული საქმის გამოცდილებაც და დაშვებული შეცდომების გააზრების უნარიც. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გუნდს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება აქვს, რომელიც მას ყველა სხვა პარტიისგან განასხვავებს საქრათველოში. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით, იმიტომ, რომ ეს არის პარტია „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი, ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენ ვართ პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ძირითადი პრინციპი ჩვენი პარტიის დაკომპლექტების, ეს არის პარტიული კონკურენცია. ეს ადამიანები, ეს გუნდი და კიდევ ბევრი სხვა, იბრძოლებს ყველგან, თითოეულ ოლქში, თოთოეულ უბანში, თითოეულ რაიონში და პარლამენტში გავლენ მათგან ყველაზე ღირსეულნი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობა, ვისი ხილვაც თქვენ მოგინდებათ პარლამენტში, ის იქნება თქვენი დეპუტატი და არა ის, ვისაც გადაწყვეტს კაბინეტში შეკეტილი ერთი, ან ორი ადამიანი,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. NCDC-ის განმარტებით, მოწევისას ხელის...

შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი – შაშკინი Deepfake-ზე კობახიძის ბრალდებაზე

"შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი, იქიდან აქვს ეს ტერმინოლოგია" - ასე ეხმაურება, განათლების ყოფილი მინისტრი და ნაციონალური...

ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა ჩამოექცათ – გოცირიძე ხელისუფლებაზე

ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - ეს ხელისუფლება...

ხოშტარიამ ცესკოს თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა 6 სთ-მდე გადააწევინა

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოში მივიდა და მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა...

ბადრი ესებუას 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, პრობლემა არ არის –...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი...

დავაი სამტრედიიდან! კახპა, ძუკნა ქალო – სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ნანუკა ჟორჟოლიანს

"ნაციონალურმა მოძრაობიდან" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის...

ამდენი ემოცია არც ერთ სვან კაცში მინახავს, როგორც ჩანს, ნაწყენია – წულუკიანი ჯაჭვლიანზე

ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ ქართული ოცნების დატოვებას...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო