ევროპულ საქართველოში ცვლილებებია – გადაწყვეტილებები ამ კვირაში გასაჯაროვდება

“ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს, გადაწყვეტილებების შესახებ კი საზოგადოებას კვირის ბოლომდე აცნობებენ.

გავრცელდა ინფორმაციას, რომ პარტიას დავით ბაქრაძე დატოვებს, თუმცა ის ამ ინფორმაციას არც უარყოფს, არც ადასტურებს.

“ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით”,– ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, შიდაპარტიული პროცესები არ ცვლის საერთო ოპოზიციური ბოიკოტის გადაწყვეტილებას.