რუსული სამხედრო თვითმფრინავი, Cy-30 ირკუტსკში საცდელი ფრენისას ჩამოვარდა და ორსართულიან სახლს დაეცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეკიპაჟი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული სააგენტო რია ნოვოსტი რეგიონის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკუტსკის საქალაქო საიტი ავიაკატასტროფაზე ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს.
“ირკუტსკის თავზე ზაფახულო ცდები მიმდინარეობდა. ფრენას ახორციელებდა ორი ბორტი Cy-30. ერთი დაფრინდა, მეორე კი ფრენას განაგრძობდა. ეკიპაჟი 20 წუთი კავშირზეარ გამოდიოდა. მეორე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომელიც კავშირზე არ გამოდიდოდა. მფრინავებმა დაინახეს, რომ ეკიპაჟის წევრები ადგილებზე თავჩამოქინდრულები ისხდნენ. სავარაუდოდ ისინი გაიგუდნენ. მას შემდეგ კი რაც თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა, თვითმფრინავი ნოვო–ლენინოში ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა“– წერს საიტი.
უკვე ცნობილია, რომ თვითმფრინავი კერძო ხის სახლს დაეცა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.