„ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყანაში ომი რომ გვქონდეს. შეუძლებელი იქნებოდა სანქციებს რომ მივერთებოდით, ეს უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება. ეკონომიკური ზრდით ევროპაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვართ, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. უზარმაზარი რესურსი გვაქვს, რომ განვითარდეთ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო შევამციროთ, კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს და ასე შემდეგ“,
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.