“დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არათუ ესმის, არამედ იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო”

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონ ევროს დახმარებაზე უარი თქვა.