ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დააარსა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, „დროა“ დააარსა.

“ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და ის რაც დავდე, ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იქნება, იუთუბ არხი, სადაც გევქნება ხოლმე რეგულარულად მხილება, ადამიანის ჯგუფების პრობლემების წინ წამოწევა. თუმცა ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, ხოლო დანარჩენებზე, გუნდზე და სხვა პლატფორმებზე, სადღაც მარტის ბოლოს გავაკეთებ პრეზენტაციას”

ხოშტარიას თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება ამხილონ “კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები” და აჩვენონ ხელისუფლებას, რომ არსებულ უსამართლობას ხალხი არ შეეგუება.

“თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, სოფლის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. ამაში თქვენ არ იქნებით მარტო. ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო”,  განაცხადა ხოშტარიამ.