პარტია ” დროას” ლიდერი, ელენე ხოსთარია, თელავის პოლიციასთან დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად პარტია ავრცელებს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან, კვლავ დაძაბული ვითარებაა.შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.