პოლიტიკური მოძრაობა “დროს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
“თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალოდ ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველია პოლიტპატიმრების საკითხი, რურუას, ნიკა მელიას საკითხი. არჩევნებზეც ქართული ოცნება ამბობს, 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმრავლესობისა და უმცირესობის ცნებას ცვლიან”, – განაცხადა ხოშტარიამ.