პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს სასამართლოების და ინსპექტორის შესახებ კანონებს.ორივე კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს.”მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო ქართული ოცნების შემაშფოთებელ ინიციატივებს. ქართულმა ოცნებამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.პირველი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე – საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე – ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე – სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი
ქართულ ოცნება ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს”. – თქვა ელენე ხოშტარიამ.