ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ – ნიკა მელია კობახიძეს

“ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ “- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს.

ირაკლი კობახიძემ, დამკვირვებლებს მოუწოდა, რომ  ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

„ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ, ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.