“გამოვიდეს ისიც და ყველა შემოვიდეს [პარლამენტში], მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აბსოლუტურად მავნებლურად იქცევა. ევროკავშირი რომ გეუბნება, გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს?! ყაჩაღი და ბანდიტი და კაცის მკვლელი რომ იყო, არ გეტყოდა ევროკავშირი. თავისი ნებით ზის ციხეში. თავს იწვალებს უბრალოდ”

 

ამბობს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე პალიტრანიუსის ეთერში.