ელჩები დამეთანხმნენ, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღიო – მამუკა ხაზარაძე

დამეთანხმნენ, რომ კი, ამ ბოიკოტმა ამ მხრივ დადებითი შედეგი მოიტანა” –  ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.  ხაზარაძის თქმით, 11 აპრილს “ლელოს” ოფისში, გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ, ბოიკოტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ელჩები დაეთანხმნენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტმა, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში შედეგი ნამდვილად გამოიღო.

“ზუსტად ესეთი კითხვა დავუსვი ორივე ელჩს მე და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით ამ შეხვედრაზე. მათ ვკითხე, თქვენ როგორ გგონიათ ესეთი ყურადღება დემოკრატოული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება, რეფორმის წყურვილი, სასამართლო რეფორმის ცვლილება, საარჩევნო რეფორმის ცვლილება, თქვენი ასეთი ჩართულობა თქვენი ენერგიის ხარჯვა, ბოიკოტის გარეშე მიღწეული იქნებოდა?  დამეთანხმნენ, რომ კი, ამ ბოიკოტმა ამ მხრივ დადებითი შედეგი მოიტანა. თუმცა მითხრეს რომ მთავრდება მოთმინების ფიალა და ბოლო რაუნდი რომელსაც ჩვენ ყველა ველოდებით უნდა იყოს შედეგიანი. ჩვენ რომ შევსულიყავით პარლამენტში ან ნებისმიერი სხვა პარტია რამე შეიცვლებოდა? ამ ქვეყნის პრივატიზირება მოახდინა ამ ერთმა პარტიამ (ქართულმა ოცნებამ)” –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.