ემბერ ჰერდი ყოფილ ქმარს ჯონი დეპს მილიონ დოლარს გადაუხდის, ის კი ცილისწამების სარჩელს გამოიტანს

ამერიკელი მსახიობი ემბერ ჰერდი ყოფილ ქმარს ჯონი დეპს 1 მილიონ დოლარს გადაუხდის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ცილისწამების სარჩელზე უარს ითვალისწინებს. ამის შესახებ მედიას დეპის ადვოკატებმა განუცხადეს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დიდი ყურადღება მიიპყრო ყოფილი მეუღლეების სასამართლო დავამ.

ივნისში, ვირჯინიის სასამართლომ  განაჩენი გამოაცხადა ძირითადად 59 წლის დეპის სასარგებლოდ და გადაწყვიტა, რომ ემბერ ჰერდმა ცილი დასწამა მას სტატიაში, სადაც  საკუთარ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უწოდა.

ორშაბათს დავის მოგვარების შესახებ განცხადების გაკეთებისას 36 წლის ჰერდმა თქვა, რომ გადაწყვეტილება “არ არის დათმობის აქტი”. დეკემბრის დასაწყისში მან საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა და ნაფიც მსაჯულთა განაჩენის გაუქმება ან მთლიანად ახალი სასამართლო პროცესის ჩატარება მოითხოვა.

მაგრამ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, მსახიობმა თქვა, რომ მან გადაწყვიტა დაეთანხმოს პირობებს მას შემდეგ, რაც “დაკარგა რწმენა ამერიკული სამართლებრივი სისტემის მიმართ”.

“მაშინაც კი, თუ ჩემი აპელაცია აშშ-ს სასამართლოში მიღებულ იქნება, საუკეთესო შედეგი იქნება განმეორებითი სასამართლო პროცესი. მე ამას  უბრალოდ ამას ვეღარ გავუძლებ”–თქვა მან.

ჯონი დეპმა  ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის დეკემბერში Washington Post-ისთვის დაწერილი სტატიის გამო შეიტანა. სტატიაში ქალმა  საკუთარ თავს უწოდა “საზოგადო მოღვაწე, რომელიც  ოჯახური ძალადობის მსხვერპლია”.

დეპის სახელი ნახსენები არ იყო, თუმცა მისი აზრით, ტექსტიდან შეიძლებოდა დასკვნის გაკეთება, რომ ის იყო ოჯახში ძალადობის ინიციატორი. დეპი 50 მილიონ დოლარს ითხოვდა ზარალის ანაზღაურების სახით. ამბერ ჰერდმა კი საპასუხო საჩივრით 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.

ამას მოჰყვა ექვსკვირიანი სატელევიზიო სასამართლო პროცესი, რომელმაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

დეპმა და ჰერდმა, რომლებიც 2017 წელს განქორწინდნენ, მათ ურთიერთობებს სრულიად განსხვავებულად აღწერდნენ და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ცუდი მოპყრობისა და ძალადობის გამო. დეპმა კატეგორიულად უარყო ყოფილი მეუღლის ჩვენება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ის ემოციურად, ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა მასზე.

საბოლოო ჯამში, ნაფიც მსაჯულთა  უმრავლესობამ დეპის  სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო  და მისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 15 მილიონი დოლარით გადახდა დაადგინა.

განაჩენმა ბევრი ადვოკატი  გააკვირვა, მით უმეტეს, რომ მანამდე ორი წლით ადრე დეპმა მსგავსი საქმე ბრიტანეთის სასამართლოში წააგო.

ორშაბათს მსახიობის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოხარულნი იქნებიან   ოფიციალურად დახურონ დეპისთვის ეს მტკივნეული საქმე და დასძინეს, რომ მსახიობი მილიონ დოლარს რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირავს.

რატომ უნდათ რუსებს ჯერ კიდევ ბრძოლა?

რუსი ჯარისკაცის გადმოსახედიდან უკრაინაში ომი კოშმარულად უნდა გამოიყურებოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ომი უკვე...

სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად – სააკაშვილი

იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა "თავისუფლება" არ ემეტება და მხოლოდ "ადეკვატური მკურნალობით" იფარგლება. მეგობრებო, მე...

EU-ის ქვეყნების ელჩებმა დავითაშვილს ოფიციალური დემარშით მიმართეს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. ევროკავშირის ელჩმა პაველ...

ოკუპანტებმა კიევს 11 ისკანდერის რაკეტა ესროლეს, ყველა ჩამოვაგდეთ – ზალუჟნი

ერთ დღეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური...

იმედია, არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა – გაგლოევი რუსეთთან...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ლიდერი  ალან გაგლოევი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, "დესტრუქციული ძალები"...

ევროინტეგრაციას არანაირი კავშირი არ აქვს სააკაშვილთან და გვარამიასთან – კალაძე

"ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და...

თამამი და ძლიერი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – კალიურანდი ზურაბიშვილზე

ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ...

”ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით –...

„„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი, ცხვრის ქურქი გადაიცვა და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...